პირველი ფოტო, რომელიც ინტერნეტში აიტვირთა

პირველი ფოტო, რომელიც ინტერნეტში აიტვირთა

წარმოგიდგენთ პირველ ფოტოს, რომელიც ინტერნეტში აიტვირთა.  ფოტო ინტერნეტში 1992 წელს ატვირთეს. ის CERN-ის  IT სპეციალისტმა სილვანო დე ჯენარომ Canon EOS 650-ით გადაიღო.

ფოტოზე გამოსახულნი არიან  კომედიური ბენდის Les Horrible Cernettes-ის წევრები, რომლებიც CERN-ის ლაბორატორიის გვერდით გამოდიოდნენ. ფოტოს გადაღება დაემთხვა ტიმ ბერნერს-ლის (World Wide Web-ის შემქმნელი, რომელიც მაშინ CERN-ში მუშაობდა) ახალ Web პროექტზე მუშაობას. ბერნერს-ლიმ ფოტო პროექტის გასატესტად გამოიყენა და ეს გახდა პირველი ფოტო, რომელიც ინტერნეტში აიტვირთა.  ფოტო Mac-ის კომპიუტერში  Photoshop 1.0-ში დამუშავდა.

ქვევით კი თქვენ ფოტოს ორიგინალს ხედავთ.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო