ლისაბონის აეროპორტში ქართველი მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ლისაბონის აეროპორტში ქართველი მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

პორტუგალიაში, ლისაბონის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე გიგა ა. რომელსაც დეპორტაცია ემუქრებოდა, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პორტუგალიაში "პირველი ქართული ასოციაციის" დამაარსებელმა ირაკლი ბარამიძემ აცნობა.

ირაკლი ბარამიძის ცნობით, საქართველოს მოქალაქე გიგა ა. პორტუგალიაში 2011 წელს ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს და სასჯელს პორტუგალიაშივე იხდიდა, თუმცა 2014 წელს დეპორტი ემუქრებოდა და იგეგმებოდა მისი საქართველოში ექსტრადიცია.

ბარამიძის თქმით, გიგა ა-ს ცხედარი პორტუგალიის აეროპორტის სადეპორტოში 6 იანვარს ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მიუხედავად საემიგრაციო სამსახურის განცხადებისა, რომ გიგა ა.-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ირაკლი ბარამიძე ვარაუდობს, რომ საქართველოს მოქალაქე მოკლულია.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია