29 წლის მამაკაცის შემზარავი მკვლელობა კახეთში

29 წლის მამაკაცის შემზარავი მკვლელობა კახეთში

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში 29 წლის გიორგი ლ. მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ამავე სოფელში მცხოვრებმა 1979 წელს დაბადებულმა მამაკაცმა ჯერ გაგუდა, შემდეგ კი ცხედარი მდინარე ალაზანში გადააგდო. ცხედარს მაშველები უკვე რამდენიმე დღეა ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ეჭვმიტანილი მამაკაცი შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, ერთ-ერთ თვითმხილველთან ერთად დააკავეს. ბრალდებული ნასამართლევია, სასჯელაღსრულების დაწესებულება მას დაახლოებით 6 თვის წინ აქვს დატოვებული.

"ჩემი ინფორმაციით, გარდაცვლილი ძველი ახალი წლისთვის ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა. დანაშაულში ეჭვმიტანილმა საღამოს იგი საკუთარ სახლში დაპატიჟა. როგორც ამბობენ, შელაპარაკების ნიადაგზე გაგუდა, შემდეგ თბილისიდან ტაქსი გამოიძახა და გვამი მდინარე ალაზანში ჩააგდო", - აცხადებს სოფელ საქობოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული კობა ბაკაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია