გორბაჩოვი მოუწოდებს აშშ-ს და რუსეთს, ჩაერიონ უკრაინის საკითხში

გორბაჩოვი მოუწოდებს აშშ-ს და რუსეთს, ჩაერიონ უკრაინის საკითხში

საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი აშშ-ს და რუსეთს მოუწოდებს, ჩაერიონ უკრაინის საკითხში. გორბაჩოვს მიაჩნია, რომ აშშ და რუსეთი უნდა დაეხმაროს უკრაინას, რათა ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების გზაზე დაბრუნდეს.

წერილი გორბაჩოვმა ვლადიმერ პუტინსა და ბარაკ ობამას გაუგზავნა. მას ”მოსკოვსკი კომსომოლეცი” აქვეყნებს.

წერილში აღნიშნულია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის არა მარტო თავად უკრაინას და მის მეზობელ ქვეყნებს, არამედ ევროპასა და მთლიანად მსოფლიოს.

"არ უნდა დავუშვათ, რომ უკრაინელები უკრაინელებს ებრძოდნენ. მაგრამ ვითარებამ, როგორც ჩანს, მიიღო ისეთი ხასიათი, რომ ამ ორი ქვეყნის ავტორიტეტული წარმომადგენლების ერთობლივი მოქმედებების გარეშე, შესაძლოა, ყველაფერი კატასტროფამდე მივიდეს", - ნათქვამია გორბაჩოვის წერილში.

მომზადებულია svoboda.org-ის მიხედვით.

ჰაერში ომის სუნი დგას - გორბაჩოვი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

კორონავირუსის საფრთხის გამო სახლში მყოფი იტალიელები ფანჯრებიდან ჰიმნს მღერიან - ემოციური კადრები

"იზოლირებულები ვართ და ვირუსს არ ვავრცელებთ" - ტომ ჰენკსისა და რიტა უილსონის ახალი ფოტო და მიმართვა საზოგადოებას