თელავის გამგეობის წინ 35 წლის მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

თელავის გამგეობის წინ 35 წლის მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

თელავის გამგეობის შენობის წინ, 35 წლის ლევან სერგეევმა გუშინ ბენზინი მიიტანა და თავის დაწვა სცადა. როგორც სერგეევმა განაცხადა, თელაველი ბიზნესმენი კოტე მახათელაშვილი ვალს არ უბრუნებს, პროკურატურამ კი საჩივარი უკან დაუბრუნა, რის გამოც თავის მოკვლა გადაწყვიტა. მისი თქმით, ბიზნესმენს მისთვის 18 000 ლარი აქვს მისაცემი.

"კოტესთან სასტუმროში ვმუშაობდი და ქვას ვაგებდი. სამშენებლო მასალა ირანიდანაც კი შემოვიტანე და შეღავათიან ფასად მივყიდე. დაახლოებით 18 000 ლარი აქვს მოსაცემი და არ მაძლევს. პროკურატურაში მივედი და საქმე უკან დამიბრუნეს, სასამართლოში შეიტანეო. ფულიც არ მაქვს, რომ ადვოკატი დავიქირავო. სახლი მაქვს დაგირავებული და დღე-დღეზე, ალბათ, გამომასახლებენ. ყურადღება არავინ რომ არ მომაქცია, ამ ზომამდე მივედი და თავის მოკვლა ვცადე", - განაცხადა ლევან სერგეევმა.

კოტე მახათელაშვილი კი აცხადებს, რომ მას კი არა, პირიქით, სერგეევს აქვს მისაცემი მისთვის თანხა. მისი თქმით, ლევან სერგეევმა, სამშენებლო მასალის შემოსატანად 4 800 ლარი გამოართვა. დაპირებული მაღალი ხარისხის მასალის ნაცვლად კი უხარისხო მიჰყიდა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია