აბასთუმანში დედათა მონასტერი გაქურდეს

აბასთუმანში დედათა მონასტერი გაქურდეს

დღეს, გამთენიისას, აბასთუმნის დედათა მონასტერი გაქურდეს. "დაახლოებით, დილის 5-დან 7 საათამდე მოხდა ქურდობა", - ამბობს აბასთუმნის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა ბარბარე.

საქმეს შსს ადიგენის რაიონული სამმართველოს აბასთუმნის განყოფილება, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით იძიებს. რა არის წაღებული მონასტრიდან, კომენტარს ჯერ არც შსს-ში აკეთებენ და არც დედათა მონასტერში.

შეგახსენებთ, რომ კურორტ აბასთუმანში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის დედათა მონასტერი რომანოვების სასახლეშია განთავსებული.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია