დიზაინერები ჯინსის ისტორიაზე წიგნს გამოუშვებენ

დიზაინერები ჯინსის ისტორიაზე წიგნს გამოუშვებენ

დიზაინერები - ემილი კარენტი და მერიტ ელიოტი ჯინსების ისტორიაზე წიგნს გამოუშვებენ. A Denim Story: Inspirations from Bellbottoms to Boyfriend ფოტოების წიგნია, რომელშიც, ავტორების თქმით, ყველაფერი საუკეთესოა თავმოყრილი, რაც ჯინსში აღგვაფრთოვანებს. ამასთან, დიზაინერები დასძენენ, რომ წიგნი არა მოდის ტენდენციების გზამკვლევი, არამედ გარდერობის ამ უნივერსალური ნივთის აღიარებაა.

წიგნში კარენტის საყვარელი მერლინ მონროს შავ-თეთრი ფოტოცაა შესული, რომელზეც გლამურული იმიჯით, მკვეთრ მაკიაჟიანი მსახიობი ”შტანგას” წევს.

"თავისუფლება, რომელსაც შენ ჯინსი განიჭებს, არის გრძნობა, რომ შენ მსოფლიოს მართვა და თავისუფლად გადაადგილება შეგიძლია",- ამბობს ელიოტი.

წიგნის ფოტოების უმეტესობა ცნობილმა ფოტოგრაფმა ჰილარი უელშმა გადაიღო და ერთ-ერთ ფოტოზე თავადაც გამოჩნდა: პატარა ვაჟთან ერთად.

წიგნს გამომცემლობა Rizzoli გამოუშვებს.

მომზადებულია vogue-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს