ქუთაისში ერაყელ სტუდენტს სცემეს

ქუთაისში ერაყელ სტუდენტს სცემეს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერაყელი სტუდენტი, რომელიც ქუთაისში სასწავლებლად ახალი ჩამოსული იყო, ახალგაზრდებმა წარმომავლობის გამო სცემეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაზარალებული ამ დრომდე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, შემთხვევა უნივერსიტეტის გარე ტერიტორიაზე მოხდა.

"როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ერაყელ სტუდენტს უბნის ახალგაზრდებმა სცემეს. მოტივი რა იყო, ნამდვილად ვერ გეტყვით", - აღნიშნავენ უნივერსიტეტში.

ერაყელი სტუდენტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალური სამედიცინო პროგრამით სწავლობს.

წყარო: topnews.com.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია