თეთრ სახლს ჯასტინ ბიბერის ქვეყნიდან გაძევებას სთხოვენ

თეთრ სახლს ჯასტინ ბიბერის ქვეყნიდან გაძევებას სთხოვენ

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე გაჩნდა პეტიცია, რომლის ხელმომწერნი ითხოვენ კანადელ მომღერალ ჯასტინ ბიბერს ქვეყანაში ცხოვრების უფლება ("გრინ-ქარდი") წაართვან და ქვეყნიდან გააძევონ. პეტიციის ავტორების აზრით, ბიბერი არა მხოლოდ ამერიკელების უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, არამედ ახალგაზრდებზე მავნე ზეგავლება აქვს".

თეთრი სახლის საიტზე პეციცია 23 იანვარს განთავსდა. ამ დროისთვის მას უკვე 10 000-ზე მატმა ადამიანმა მოაწერა ხელი. თუ 22 თებერვლისთვის მიმართვა 100 000 ხელმოწერას შეაგროვებს, ფორმალურად აშშ-ს მთავრობა იძულებული გახდება მასზე რეაგირება მოახდინოს, მაგრამ პრაქტიკაში თეთრი სახლი ხშირად მსგავს პეტიციებზე პასუხს თავს არიდებს და ამას იმით ხსნის, რომ თემა მათ კომპეტენციაში არ შედის.

ჯასტინ ბიბერი 23 იანვარს მაიამი-ბიჩზე ნასვამ მდგომარეობაში ავტომოლის მართვისთვის დააკავეს. გარდა ამისა გაირკვა, რომ მომღერალი ავტომობილს ყალბი მართვის მოწმობით მართავდა. ბიბერი გირაოს სახით 2 500 დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ჯასტინ ბიბერი ამერიკელი სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოხვედრილა. 20 იანვარს მის სიხლში ნარკოტიკები იპოვეს, მაგრამ პოლიციას მომღერლის დაპატიმრების უფლება არ ქონდა, რადგან ბიბერის სახლი სხვა საქმეზე გაჩხრიკეს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.