ობობების უნიკალური მიკროფოტოები

ობობების უნიკალური მიკროფოტოები

ფოტოგრაფმა ჯიმი კონგმა ორიგინალური მიკროფოტოების კოლექცია შექმნა.

ფოტოგრაფი, რომელიც მალაიზიაში ცხოვრობს, სხვადასხვა მწერებს იმდენად მიეჩვია, რომ ხანდახან ობობებისა და კალიების გამოჩენისას ტურისტების მძაფრი რეაქცია აოცებს. საკუთარი კოლექციით ფოტოგრაფს სურს, ადამიანებს მათი შეუმჩნეველი მეზობლები გააცნოს და აჩვენოს, რომ ობობები ლამაზი არსებები არიან.

თითოეული ფოტო - ფეხსახსრიანების ოჯახის გარკვეული წარმომადგენლის უნიკალური პორტრეტი და ახალი მიზეზია დამთვალიერებლისთვის, ბუნების მრავალფეროვნებით აღფრთოვანდეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი მწერების თვალებია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია kulturologia.ru-ს მიხედვით.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო