მიცკევიჩის ქუჩაზე ხანძარს 2 მამაკაცი ემსხვერპლა

მიცკევიჩის ქუჩაზე ხანძარს 2 მამაკაცი ემსხვერპლა

მიცკევიჩის ქუჩაზე, დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად, ორი ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილი მამაკაცია.

რაც შეეხება ხანძარს, მისი ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ლიკვიდირებული არ არის.

რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია