"მიცკევიჩზე" გარდაცვლილი ორი მამაკაციდან ერთი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული - ხანძრის ტრაგედიის ახალი დეტალები

"მიცკევიჩზე" გარდაცვლილი ორი მამაკაციდან ერთი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული - ხანძრის ტრაგედიის ახალი დეტალები

მიცკევიჩის ქუჩის 29 ა ნომერში, დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში მომხდარი ინციდენტის ახალი დეტალებია ცნობილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ განუცხადა, შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, შენობის პირველ სართულზე, ერთ-ერთ ოთახში მაშველებმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.

ამასთან, როგორც გიორგაძემ განმარტა, მეორე მამაკაცის ცხედარი შენობასთან ახლოს იპოვეს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.

რაც შეეხება ხანძარს, მისი ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ლიკვიდირებული არ არის.

რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია