"მიცკევიჩზე" გარდაცვლილი ორი მამაკაციდან ერთი სავარაუდოდ ექიმია, მეორე კი - პაციენტი

"მიცკევიჩზე" გარდაცვლილი ორი მამაკაციდან ერთი სავარაუდოდ ექიმია, მეორე კი - პაციენტი

წინასწარი ინფორმაციით, მიცკევიჩის ქუჩაზე ნაპოვნი გარდაცვლილებიდან, ერთი ექიმია, მეორე კი - მისი პაციენტი. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, პაციენტი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით არის გარდაცვლილი, ხოლო ექიმის ზ.ბ. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

შემთხვევა მიცკევიჩის ქუჩის 29 ა ნომერში, დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრთან მოხდა. შენობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მისულმა მეხანძრეებმა ცენტრის პირველ სართულზე, ერთ-ერთ ოთახში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.

მეორე მამაკაცის ცხედარი კი შენობასთან ახლოს იპოვეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია