თინა კანდელაკმა ახალგაზრდული სტილი მოირგო

თინა კანდელაკმა ახალგაზრდული სტილი მოირგო

დასვენების დღეებში რუსეთში მოღვაწე ქართველმა ჟურნალისტმა თინა კანდელაკმა ბიზნეს-ლედის იმიჯზე უარი თქვა და შედარებით თავისუფალი სტილი მოირგო.

ტელეწამყვანმა კუბოკრულ პერანგში, სათვალეებსა და შეკრულ თმაში ფოტო გადაიღო და საკუთარ მიკრობლოგში გამოაქვეყნა. "მოდური, ახალგაზრდული!",- მიიწერა ფოტოს თინამ.

კანდელაკის თაყვანისმცემლები, რომლებიც მის ნახვას ელეგანტურ სამოსში მიეჩვივნენ, მსგავსი არჩევნით გაოცდნენ, მაგრამ აღიარეს, რომ ეს იმიჯი მას ძალიან უხდება: "ასეთ ტანსაცმელში ადამიანის თავისუფლება და არაფორმალური ურთიერთობებისადმი მიდრეკილება იგრძნობა",- დაწერა ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა.

ახლახან ტელეწამყვანმა საკუთარი მიკრობლოგის მკითხველები პროვოკაციული ჩაცმულობით გააოცა, ტელეწამყვანმა განათავსა ფოტო, რომელზეც ღრმა დეკოლტიანი მოტკეცილი ლურჯი კაბა ეცვა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო