ცირკში ლომისგან დაგლეჯილი მამაკაცი გარდაიცვალა

ცირკში ლომისგან დაგლეჯილი მამაკაცი გარდაიცვალა

25 იანვარს უკრაინის საცირკო დასის წევრი ლომის თავასხმის შედეგად რესპუბლიკურ სავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა უმძიმესი იყო და მას ოპერაცია აღარ ჩაუტარეს.

თბილისის ცირკში ლომის მამაკაცზე თავდასხმის შემთხვევა 20 იანვარს მოხდა. ცხოველის დაგლეჯილი უკრაინელი ახალგაზრდა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მრავლობითი ჭრილობებითა და დაზიანებული ხერხემლით გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.

როგორც ცირკის თანამშრომლები ამბობენ, მხოლოდ უკრაინელ ახალგაზრდას ჰქონდა ვოლიერების გასაღები, ლომებთან შესვლის, ვოლიერის დასუფთავების და ცხოველების გამოკვების უფლება. არაოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდა ლომის ვოლიერში ნასვამი შევიდა.

მსხვერპლი პირიდან ლომს უკრაინული დასის წევრებმა გამოსტაცეს და ცხოველის სხვა გალიაში გადაყვანა მოახერხეს. როდესაც ეს შემთხვევა მოხდა, უკრაინის საცირკო დასს საქართველოში გასტროლები უკვე დასრულებული ჰქონდა და ისინი სამშობლოში ტრაგედიის დღეს უნდა გამგზავრებულიყვნენ.

ეკა ბახუტაშვილი, Ambebi.ge

ასევე იხილეთ:

მრავლობითი ჭრილობები და დაზიანებული ხერხემალი - როგორ დაგლიჯა ლომმა მომვლელი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია