რას ამბობენ ექიმის მიერ მოკლული პაციენტის ოჯახის წევრები და ნათესავები ტრაგედიის შესახებ

რას ამბობენ ექიმის მიერ მოკლული პაციენტის ოჯახის წევრები და ნათესავები ტრაგედიის შესახებ

მიცკევიჩის ქუჩაზე მომხდარი ინცინდენტისას გარდაცვლილი ანზორ ბეკურაშვილის ცხედარი დღეს პროზექტურიდან სახლში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდში გადაასვენეს.

Ambebi.ge-ს ჟურნალისტი სოფელ ბიწმენდში პირადად შეეცადნენ ტრაგედიის მიზეზების გარკვევას. როგორც პირად საუბრებში ბეკურაშვილის ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, მათთვის უცნობია, რა შეიძლება გამხდარიყო ტრაგედიის მიზეზი და გამოძიების შედეგებს დაელოდებიან.

ბეკრაშვილის დედის, მერი ბეკურაშვილის თქმით მისთვის უცნობია მკურნალობდა თუ არა მისი შვილი ზურაბ ბენდელიანთან -"ჩემი შვილის ხელში წამალი არ დამინახავს, კუჭი თუ შეაწუხებდა ხოლმე და ომეპრაზოლს დალევდა, მეტი წამალი მე არ მინახავს",- ამბობს გარდაცვლილის დედა.

ანზორ ბეკურაშვილი 30 წლის იყო. დაოჯახებული არ ყოფილა. ნათესავები და მეგობრები ამბობენ რომ ის პატიოსანი და მშრომელი ადამიანი იყო და მას სამართლებრივი კუთხით პრობლემები არასოდეს შექმნია. ამასთან, ახლობლებს მისთვის არც ფსიქოლოგიური პრობლემები არ შეუმჩნევიათ.

"წესიერი , მშრომელი ბიჭი იყო. მეურნეობაში მუშაობდა ბრიგადირად. მთელი სოფელი გაკვირვებული ვართ. არ ვიცით, ზუსტად რა მოხდა. ტელევიზიით გავიგეთ ჩვენც",-აცხადებენ ადგილობრივები.

შეგახსენებთ, რომ ტრაგედია 2014 წლის 27 იანვარს მიცკევიჩის ქუჩაზე, დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში მოხდა.

ნუცა ახალკაცი, Ambebi.ge

ასევე დაგაიტნერესებთ: სავარაუდო მოტივი, რის გამოც "მიცკევიჩზე" ექიმმა და პაციენტმა ერთმანეთი დახოცეს

იხილეთ სიუჟეტი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია