"გზის" ექსკლუზივი: "თუ თავი მოიკლა, ორჯერ როგორ გაისროლა?" - რას ყვება გარდაცვლილის ძმა ტრაგედიის შესახებ

"გზის" ექსკლუზივი: "თუ თავი მოიკლა, ორჯერ როგორ გაისროლა?" - რას ყვება გარდაცვლილის ძმა ტრაგედიის შესახებ

ვისი იარაღით მოკლა 31 წლის ახალგაზრდამ ექიმი, ამ შემზარავი ფაქტის ირგვლივ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია. ალბათ სამართალდამცავები დეტალებს გაარკვევენ, თუმცა საშინელი სურათი სახეზეა. 65 წლის დერმატოლოგ-ვენეროლოგი, პროფესორი ზურაბ ბენდელიანი სამუშაო კაბინეტში ისე დაიწვა, რომ ოჯახს მისი ცხედარიც არ ეღირსა. რაც შეეხება ანზორ ბექურაშვილს, რომლის ცხედარი დაწვას კლინიკის პაციენტებმა გადაარჩინეს, ის უკვე გადაასვენეს მშობლიურ სოფელში.

ცხედრის მოსვენებას ელოდნენ ბიჭის მშობლები. გაოგნებული იდგა გამწარებული მამა, რომელმაც თურმე ეს ამბავი რომ გაიგო, სიმწრით სახლში ნივთები დაამტვრია. შვილის ქურთუკი გულში ჰქონდა ჩახუტებული შვილმკვდარ დედას და გამწარებული მოთქვამდა. სწორედ ამ დროს მოასვენეს ანზორი და მოთქმა-გოდებამ გადაფარა იქაურობა.

"ეს რა არის, დედი? წერილი დაწერაო, ამბობენ, არ მინდა შენი წერილი, შვილო, შენ მჭირდები! ასე რატომ გაგვიმეტე, არ ვიცი რა ვქნა. შენ ხომ ჩემი ოჯახის ბურჯი იყავი... შენ ხომ ჩემი თბილი შვილი იყავი", - მოთქვამდა შვილმკვდარი დედა და შვილის ცხედარზე დაემხო. მერე იმ ჭრილობას დაადო ხელი, სადაც ტყვია ჰქონდა მოხვედრილი: "გულში გაქვს ჭრილობა, შვილო? ნელა მოგეფერები, არ გატკენ... თუ რამე გიჭირდა, რატომ არ მითხარი?" - მოთქვამდა დედა.

ანზორის ძმა ამბობს, რომ იარაღს სახლში ინახავდა. როგორც ჩანს, უფროსმა ძმამ იცოდა, სად ინახებოდა იარაღი. ძმას უთხრეს, რომ შემთხვევის ადგილიდან სწორედ მისი იარაღია ამოღებული და ამ იარაღიდან აქვს ანზორს ორი ჭრილობა მიყენებული.

ვიტალი ბეკურიშვილი:

- არ ვიცი, რატომ დაატრიალა ჩემმა ძმამ ასეთი უბედურება. არ უთქვამს, რომ პრობლემა ჰქონდა. მე სახლში არ ვიყავი. მითხრეს, წერილი დატოვაო, თუმცა მე ის წერილი არ წამიკითხავს და შინაარსი არ ვიცი. ჩემს ძმას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. მითხრეს, სამჯერაა გასროლილი ჩემი იარაღიდან. ვერ ამიხსნია, ორი ჭრილობა რატომ აქვს ჩემს ძმას. თუ თავი მოიკლა, ორჯერ როგორ გაისროლა?

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია