"პალიტრა L"-მა ათენში ქართველი ემიგრანტებისთვის გახსნილ ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა

"პალიტრა L"-მა ათენში ქართველი ემიგრანტებისთვის გახსნილ ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის გახსნილ ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "პალიტრა L"-დან აცნობეს, ბიბლიოთეკა ქართველი ემიგრანტებისთვის ათენის ქართული კულტურის ცენტრმა "კავკასიამ" და ბერძნულ-ქართულმა უნივერსიტეტმა გახსნეს.

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ემიგრანტთა ბიბლიოთეკას "ახალი ქართული ლიტერატურის" ოცტომეული, "ქართული ხალხური ზღაპრების" ათტომეული და დავით აღმაშენებელი გადასცა.

ათენის კულტურის ცენტრმა საბერძნეთში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კლასიკოსი ფილოლოგი ქეთი ნიჟარაძეც მიიწვია, რომელიც 9 თებერვალს ათენში სპეციალურად გამართულ ლიტერატურულ ღონისძიებაზე იმ წიგნებს წარადგენს, რომლებიც გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ახლად შექმნილი ბიბლიოთეკისთვის გამოყო.

წიგნები ქართველი ემიგრანტებისთვის განკუთვნილ ათენის ბიბლიოთეკაში ყველა ქართველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს