ფსიქოტროპული წამლების მიღების შედეგად ნაფარეულში 3 წლის გოგონა გარდაიცვალა

ფსიქოტროპული წამლების მიღების შედეგად ნაფარეულში 3 წლის გოგონა გარდაიცვალა

თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღების შედეგად, 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის პაპამ, ალექსანდრე ჭეკურიშვილმა განაცხადა, გოგონა ოთახში მარტო იმყოფებოდა და მამამისის წამლები დალია.

ბავშვი პაპამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ალექსანდრე ჭეკურიშვილი არ გამორიცხავს, რომ გოგონას მდგომარეობა ექიმების მიერ დაშვებული შეცდომის გამო გაუარესებულიყო.

"3 იანვარს, ეზოში ვიყავით გამოსულები. სულ რამდენიმე წუთით დავტოვეთ ოთახში ბავშვი. სკამზე მამამისის ფსიქოტროპული წამლები ელაგა და ორი აბი დაულევია. თვითონვე გვითხრა ამის შესახებ. მაშინვე დავრეკე ნაფარეულის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში, მაგრამ არ მუშაობდნენ, ამიტომ ბავშვი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში წავიყვანე. გოგონა გზაში ძალიან კარგ ხასიათზე იყო. საავადმყოფოში რომ მივედით, ცოტა ხანში პირღებინება დაეწყო. ბავშვთა ექიმი იქ არ იყო და მის ჩამოსაყვანად წავედი. საავადმყოფოში რომ დავბრუნდი, გათიშული დამხვდა. ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა, ჩემი წასვლის შემდეგ ბავშვი არ დაემორჩილათ და ან ხელიდან გაუვარდათ, ან ზედმეტი დოზით გაუკეთეს წამალი. 20 დღე თბილისში აპარატზე გვყავდა შეერთებული, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ალექსანდრე ჭეკურიშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია