ხანძრის შედეგად ართანაში 8 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

ხანძრის შედეგად ართანაში 8 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

თელავის რაიონის სოფელ ართანაში, ხანძრის შედეგად მთივლიშვილების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის დროს, სახლში 6 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, სახლიდან მათი გამოყვანა მეზობლებმა მოახერხეს.

როგორც ართანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა, ივანე ტიკიშვილმა განაცხადა, მთივლიშვილების ოჯახს სხვა თავშესაფარი არ აქვს. მისივე თქმით, ოჯახმა საყოფაცხოვრებო ნივთების და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გადარჩენაც ვერ შეძლო. რწმუნებულის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახს დახმარებას კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი დაპირდა.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენებიდან გაჩნდა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია