თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე მოცურდა

თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე მოცურდა

თოვლისა და ლიპყინულის გამო, კომპანია "პეგასუსის" თვითმფრინავი, რომელიც სტამბულის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე მოცურდა.

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, აღნიშნულის გამო რეისი რამდენიმე საათით გადაიდო. მათივე განმარტებით, ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მობილიზება განხორციელდა და მათი მეშვეობით ავიალაინერის საწყის პოზიციაზე დაბრუნება მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული რეისის მგზავრები სტამბულის მიმართულებით გაფრენას 14:00 საათისთვის შეძლებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია