"თავ­ზა­რი და­მე­ცა, მე­გო­ნა მე­უღ­ლემ გა­დამ­დო"

"თავ­ზა­რი და­მე­ცა, მე­გო­ნა მე­უღ­ლემ გა­დამ­დო"

ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, c ჰე­პა­ტი­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო­ებს ვერ ასა­ხე­ლე­ბენ, თუმ­ცა ექი­მი­-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი­სა და იმუ­ნო­ლო­გე­ბის გან­ცხა­დე­ბით, უწინ თუ c ჰე­პა­ტი­ტით და­ინ­ფი­ცი­რე­ბა ძი­რი­თა­დად ინ­ტრა­ვე­ნუ­რი გზით და ერ­თი შპრი­ცი­დან რამ­დე­ნი­მე პი­რის მი­ერ ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბი­დან ვრცელ­დე­ბო­და, ახ­ლა ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბას ხელს კლი­ნი­კებ­სა და სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­ში სა­მე­დი­ცი­ნო ია­რა­ღე­ბი­სა თუ წვე­რის გა­სა­პარ­სი მოწყ­ო­ბი­ლო­ბე­ბის არა­სა­თა­ნა­დო სტე­რი­ლუ­რი და­მუ­შა­ვე­ბაც უწყ­ობს ხელს.

აივ­-ინ­ფექ­ცი­ა/­ შიდ­სით და c ჰე­პა­ტი­ტით ადა­მი­ა­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და წვე­რის გა­პარ­სვის გარ­და, ხდე­ბა ტა­ტუს, პირ­სინ­გის, ეპი­ლა­ცი­ის, მა­ნი­კი­უ­რი­სა და პე­დი­კიუ­რის გა­კე­თე­ბის დრო­საც. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამი­ტომ მო­ი­მა­ტა ქა­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ.

ლა­ლი, 45 წლის: ღვიძ­ლზე პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა და კლი­ნი­კას მი­ვა­კითხ­ე. ექიმ­თან ვი­ზი­ტის შემ­დეგ შე­ვიტყ­ვე, რომ c ჰე­პა­ტი­ტით ვი­ყა­ვი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. თავ­ზა­რი და­მე­ცა, მე­გო­ნა, მე­უღ­ლემ გა­დამ­დო, მის ერ­თგუ­ლე­ბა­ში ეჭ­ვი შე­მე­პა­რა. ანა­ლი­ზე­ბი მა­საც ჩა­ვა­ბა­რე­ბი­ნე, მაგ­რამ ვი­რუ­სი არ აღ­მო­აჩ­ნდა. ბევ­რი ვი­ფიქ­რე, სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბო­და და­ვინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­ყა­ვი. სტო­მა­ტო­ლო­გი გა­მოვ­რიცხ­ე, რად­გან ბო­ლო 5 წე­ლი­ა, კბი­ლებ­ზე პრობ­ლე­მე­ბი არ შემ­ქმნია და ექიმ­თან არ ვყო­ფილ­ვარ. მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ზე მაქვს ეჭ­ვი, სა­დაც მა­ნი­კი­ურ­სა და პე­დი­კი­ურს ვი­კე­თებ­დი. ახ­ლა ისე შე­ში­ნე­ბუ­ლი ვარ, თმის შე­საჭ­რე­ლა­დაც ვე­ღარ ვბე­დავ სა­ლონ­ში მის­ვლას...

დი­მა, 28 წლის: ჩე­მი უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე სტო­მა­ტო­ლო­გი ან ტა­ტუს სა­ლო­ნი შე­იძ­ლე­ბა გამ­ხდა­რი­ყო. c ჰე­პა­ტი­ტის მკურ­ნა­ლო­ბა ძვი­რი­ა. ვი­საც ათა­სე­ბი არა აქვს, ფაქ­ტობ­რი­ვად გან­წი­რუ­ლი­ა...

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­დო­ნა კო­ი­ძე შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას სა­გან­გა­შოს უწო­დებს და აცხ­ა­დებს, რომ სა­ხელ­მწი­ფო მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ბერ­კე­ტე­ბი გა­სამ­კაც­რე­ბე­ლი­ა:

-  შორს წას­ვლა არ გვინ­და, გა­ვი­ა­როთ თუნ­დაც ვაგ­ზლის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით 12 ე.წ. სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნია ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი. არც ერთ მათ­გან­ში სვე­ლი წერ­ტი­ლი, წყლის ონ­კა­ნი და სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მა არ არ­სე­ბობს. გარ­და იმი­სა, რომ სა­ნი­ტა­რი­ულ­-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი დარ­ღვე­უ­ლი­ა, ასე­ვე არ­სე­ბობს c ჰე­პა­ტი­ტით და აივ­-შიდ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ღა­ლი რის­კი. ამ სა­ლო­ნებ­ში მა­მა­კა­ცებს წვერს ძვე­ლე­ბუ­რი სა­მარ­თებ­ლით პარ­სა­ვენ. რე­ა­ლო­ბა სა­გან­გა­შო­ა. ვაგ­ზლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ავ­ტო­სა­ბუ­რა­ვე­ბის ვულ­კა­ნი­ზა­ცი­ას და სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კას ერ­თი კე­დე­ლი ყოფს. ეს და­უშ­ვე­ბე­ლი­ა. ვი­რუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლია სა­ჭი­რო.

ექი­მი­-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ფა­ტი გა­ბუ­ნია აცხ­ა­დებს, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლი­სი­დან პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში მყო­ფი პა­ტიმ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფო იზ­რუ­ნებს და მათ­თვის მკურ­ნა­ლო­ბა უფა­სო იქ­ნე­ბა. ასე­ვე, c ჰე­პა­ტი­ტის მკურ­ნა­ლო­ბა რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის 60-70 პრო­ცენ­ტით გა­ი­აფ­დე­ბა:

-  ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 6.7 პრო­ცენ­ტი c ჰე­პა­ტი­ტის ვი­რუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლია, მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 200 ათა­სი­ა, თუმ­ცა ყვე­ლა მათ­განს არ სჭირ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა - ეს ვი­რუ­სის მე­ნო­ტიპ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ხო­ლო ვი­საც მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით უნ­და მი­მარ­თოს და მის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე შე­ღა­ვა­თე­ბი და­წეს­დე­ბა. მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10.000 იქ­ნე­ბა.

-  რა შე­ღა­ვა­თებ­ზეა ლა­პა­რა­კი?

-  თუ ად­რე 24-კვი­რი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბა 9.800 ლა­რი ჯდე­ბო­და, ახ­ლა პა­ცი­ენტს 4.000 ლა­რამ­დე ხარ­ჯი მო­უ­წევს, სა­ერ­თო თან­ხის 60-70 პრო­ცენტს სა­ხელ­მწი­ფო და­ფა­რავს.

-  და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო­ე­ბი მეტ­-ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი­ა, მა­ინც რო­გორ უნ­და გა­ვუფ­რთხილ­დეთ თავს, c ჰე­პა­ტი­ტის ვი­რუ­სით რომ არ და­ვინ­ფი­ცირ­დეთ?

-  და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კა­ბი­ნე­ტებ­ში, ეს­თე­ტი­კი­სა და სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­ში უნ­და ვე­ძე­ბოთ. სა­ნი­ტა­რი­ულ­-ჰი­გი­ე­ნუ­რი და სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის ნორ­მე­ბის დაც­ვა ამ მავ­ნე ვი­რუ­სის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.