ძლიერი ხანძარი თბილისში - 16-მა სახანძრო მანქანამ ორსართულიანი სახლი დაწვისგან ვერ იხსნა

ძლიერი ხანძარი თბილისში - 16-მა სახანძრო მანქანამ ორსართულიანი სახლი დაწვისგან ვერ იხსნა

ძლიერი ხანძრის შედეგად კრწანისის რაიონში ორსართულიანი სახლი დაიწვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ხანძრის შესახებ შეტყობინება 03.05 საათზე მიიღეს. შემთხვევის ადგილზე 16 სახანძრო მანქანა და ორი სამაშველო ჯგუფი გავიდა. მთლიანად დაიწვა ხოდაშენის ქუჩა #5-ში ე.წ. იტალიურ ეზოში მდგარი 1000 კვადრატული მეტრი ორ სართულიანი სახლი.

როგორც მეხანძრეები აცხადებენ, ძლიერი და სწრაფი ხანძარი სახლის სიძველემ გამოიწვია. კერძოდ შენობას კედლების ტიხრები და სახურავი ხის მასალის ჰქონდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია