სომხეთის სამთო-სათხილამურო კურორტ წაღკაძორში დაღუპული "არმენტელის" კომერციული დირექტორი არჩილ მაღრაძე, წინასწარი ვერსიით, სნოუბორდით სრიალებდა , რა დროსაც გზა აებნა და თოვლში გაიყინა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
"სნოუბორდით სრიალისას არჩილ მაღრაძე ხევში აღმოჩნდა, საიდანაც ფეხით ამოსვლას შეეცადა, თუმცა ამოსვლა ვერ შეძლო და გაიყინა", - ციტირებს სომხური სააგენტო news.am წყაროს კომენტარს.
ამასთან, სომხური მედიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით აღიძრა გამოძიება, რომელიც დაადგენს იყო თუ არა 35 წლის არჩილ მაღრაძის გარდაცვალება უბადური შემთხვევა.
კომპანია "არმენტელის" კომერციული დირექტორის, არჩილ მაღრაძის ცხედარი სომხეთის სამთხო-სათხილამურო კურორტ წაღკაძორში გუშინ აღმოაჩინეს.