"ლიტერატურული პალიტრის" თებრვლის ნომერში -ანდრეი ბელის გახმაურებული რუსული მოდერნისტული რომანი "პეტერბურგი" და სხვა მნიშვნელოვანი ავტორები

"ლიტერატურული პალიტრის" თებრვლის ნომერში -ანდრეი ბელის გახმაურებული რუსული მოდერნისტული რომანი "პეტერბურგი" და სხვა მნიშვნელოვანი ავტორები

გურამ გეგეშიძე - "ნათლისქრობა" (რომანი)

ქართული პროზის კლასიკოსის, გურამ გეგეშიძის უახლესი რომანი, ცნობილი მრავალნაწილიანი ეპოპეის გაგრძელება. საბჭოთა საქართველოს ისტორიის ერთი ფურცელი და რამდენიმე პერსონაჟის ურთიერთობის ფონზე წარმოჩენილი ჩვენი საზოგადოების ლამის მარადისობაში გადასული პრობლემები.

დიანა ანფიმიადი - ლექსები

თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამორჩეული ავტორის ლექსები. ეს ლექსები წარმოადგენენ ერთგავრი ნაზავს ქართული ტრადიციული პოეტური ხაზისას და ამავე დროს საშუალებას გვაძლევენ მინიშნებების, მკრთალად, ვითომ სასხვათაშორისოდ გაელევებული პასაჟების მეშვეობით მონათხრობი ევროპული კულოტურის განუყოფელ ნაწილად ჩავთვალოთ. ამ ლექსებში შეხვდებით ქართულ ქამარ-ხანჯალსაც და ჰომეროსის "ილიადას" დასაწყისსაც.

ჩარლზ ბუკოვსკი - "მაკულატურა"

ამერიკელი მწერლის უკანასკნელი რომანი. სანახევროდ ავტობიოგრაფიული ტექსტი სიკვდილის შიშსა, მისი სიცივის გუმანით გრძნობასა და ზემოხსენებული შიშის მასხრად აგდებაზე. სავსე ხულიგნური გამოხტომებით, დაძაბულობით, გამორჩეული თავისი პამფლეტური ხასიათით. დაუვიწყარი გმირებითა და დიალოგებით. ჭეშმარიტად ორსახოვანი რომანი.

ანდრეი ბელი - "პეტერბურგი".

დიდი რუსი მოდერნისტის ალბათ უმთავრესი რომანი. რუსული მოდერნიზმის ერთ-ერთი გამორჩეული წიგნი, ურომლისოდაც შეუძლებელია მეოცე საუკუნის რუსულ პროზაზე ლაპარაკი სერიოზულად. ეს რომანიც, ისევე როგორც თებერვლის ნომერში დაბეჭდილი ტექსტების უმრავლესობა საგანგებოდ ჩვენი ჟურნალისთვისაა ნათარგმნი და გამოცემითაც (გარდა ერთისა) პირველად გამოდის.

ოქტავიო პასი - "მექსიკური ნიღბები"

დიდი მექსიკელი მწერლის ესე სამშობლოსა, მოვალეობასა და ისტორიაზე. ლათინური ამერიკის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი წერილი, რომელმაც აგერ დღემდე განსაზღვრა ზოგიერთი საკითხისადმი ამ სამყაროს დამოკიდებულება. ამავე დროს ეს გახლავთ კლასიკური სამაგალითო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოექცეს დიდი მწერალი და მოაზროვნე საკუთარი კულტურას, როგორ უნდა გაანალიზოს იგი და შეეცადოს გახსნას ეროვნული ხასიათის ყველაზე დაფარული საიდუმლოებები.

გარდა ზემოთ მოყვანილი ნაწარმოებებისა, თებერვლის ნომერში ასევე გაეცნობით დიმიტრი წიკლაურის, გოგი ჩაგელიშვილის, მანანა დუმბაძის, ნოდარ წულეისკირის, ერეკლე საღლიანის, მარგერიტ დიურასის, სერგეი დოვლატოვის, ანდონის სამარაკისისა და მაცუო ბაშოს ნაწარმოებებს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები