თბილისში ყაზბეგის გამზირზე დღეს გამთენიისას დაწყებული სპეცოპერაცია დასრულებულია. სავარაუდოდ დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი.
ყაზბეგის N19-ში მცხოვრებლები გუშინ მომხდარი ფაქტის დეტალებს ჰყვებიან. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში თვითმხილველები აცხადებენ, გუშინ, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა და ალექსანდრე ყაზბეგის N 19-ის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. მათივე თქმით, ზუსტად არ იციან, რა მოხდა, რადგან არავინ არაფერს არ ამბობს.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პირთან, რომელიც ლომბარდში იყო ჩაკეტილი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მისი დაკავებით დასრულდა.