სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული მოქალაქე შენობიდან ჯერ არ გამოუყვანიათ - რა ხდება შემთხვევის ადგილზე

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული მოქალაქე შენობიდან ჯერ არ გამოუყვანიათ - რა ხდება შემთხვევის ადგილზე

ყაზბეგის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული მოქალაქე შენობიდან ჯერ არ გამოუყვანიათ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ობიექტზე შესული არიან ის პირები, რომლებიც მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და შინაგან საქმეთა სამინსიტროს წარმომადგენლები.

ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ამკრძალავი ლენტით და უცხო პირებს მასთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევენ.

სამართალდამცავები შენობაში არსებულ მდოგმარეობაზე არ საუბრობენ, დაუზუსტებელია, არის თუ არა შენობაში გარდაცვლილი. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

შენობასთან რამდენიმე ექიმი მივიდა, რომლებსაც სამართალდამცავებმა განუცხადეს, რომ მათი შესვლა საჭირო არ იყო. ადგილზე იმყოფება სამაშველო სამსახურიც.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია