შსს კრიმინალთან 15 საათიანი მოლაპარაკებების დეტალებს ახმაურებს - სპეცოპერაცი ყაზბეგზე, რომელიც მკვლელობით დასრულდა

შსს კრიმინალთან 15 საათიანი მოლაპარაკებების დეტალებს ახმაურებს - სპეცოპერაცი ყაზბეგზე, რომელიც მკვლელობით დასრულდა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ეროვნებით ჩინელი საქართველოს მოქალაქე, 1956 წელს დაბადებული, ივანე კ. დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, შუადღეს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მის მიერ ნაქირავებ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, გვერდით მდებარე სავალუტო ჯიხურის მეპატრონე 1958 წელს დაბადებულ გენადი ლომიძესთან თანხასთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გენადი ლომიძე მძიმე ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული ჯიხურში ჩაიკეტა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა სამართალდამცველებმა 15-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ბრალდებულის განიარაღება შეძლეს და ადგილზე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით).

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია