მეტროს სადგურ "სადგურის მოედანზე" ლიანდაგებში მამაკაცი ჩავარდა

მეტროს სადგურ "სადგურის მოედანზე" ლიანდაგებში მამაკაცი ჩავარდა

მეტროს სადგურ "სადგურის მოედანზე" ლიანდაგებში მამაკაცი ჩავარდა. როგორც "ინტერპრენსიუსს" მეტროპოლიტენის წარმომადგენელმა თამაზ რობაქიძემ განუცხადა, ლიანდაგებში სამოც წლამდე ასაკის მამაკაცი ჩავარდა.

"მგზავრი გადარჩა, თუმცა მას მოტეხილობები აქვს. ლიანდაგებიდან დროულად ამოიყვანეს და ის ახლა ვესტიბიულში გვყავს დაწვენილი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ველოდებით",-აღნიშნა თამაზ რობაქიძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის გამო მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო, თუმცა ამჟამად მგზავრთა გადაყვანა უკვე აღდგენილია.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია