ვაკეში, ქუთათელაძის ქუჩაზე მდებარე ახალი სადღესასწაულო ცენტრი "ჰეფილონი" თქვენ და თქვენს პატარებს უამრავ სიურპრიზსა და სასიამოვნო გარემოს გპირდებათ. უზარმაზარი სასრიალო ლაბირინთი ბავშვებისთვის, ჯუჯების გამოქვაბული, მხიარული თამაშები, იქს-ბოქსი, ინდიელები, მეკობრეები, პრინცესები, მინიონი, სმურფი, და რაც ყველაზე მთავარია , "ჰეფილონის" სავიზიტო ბარათი - ბავშვების საყვარელი გმირები - "ჰარი პოტერი" და "რატატუი" თქვენს პატარებს ზღაპრულ, შემეცნებით თამაშებსა და განსხვავებულ გართობას ჰპირდებიან.
უფრო დაწვრილებით ცენტრის შესახებ "ჰეფილონის" დირექტორი, სოფია ზარქუა გვიამბობს:
"დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა გაგვეხსნა ისეთი სადღესასწაულო ცენტრი, რომელიც ყველა ბავშვისა და მათი მშობლებისათვის სასურველი და ხელმისაწვდომი იქნებოდა. ბევრი კვლევა-ძიებისა და ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ ვაკეში, ქუთათელაძის ქუჩაზე სადღესასწაულო ცენტრ "ჰეფილონის" გახსნა. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვისთვის გართობაა პრიორიტეტი, მაგრამ, გარდა ამისა, ჩვენი გამოწვევა მაღალი ხარისხი და საზოგადოების ყველა ფენისთვის შეძლებისდაგვარად ხელმისაწვდომი ფასები იყო. სპეციალურად მოწვეული დიზაინერების დაუღალავმა შრომამ, ვფიქრობთ, ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და მაქსიმალურად საინტერესო, მყუდრო და კომფორტული გარემო შევქმენით როგორც პატარებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის. აქ თითოეული კუთხე-კუნჭულის, ყველა სათამაშოსა და ინვენტარის შექმნაზე დიდი დრო და ენერგიაა დახარჯული, ხარისხი კი უმაღლესია. ვინაიდან ეს სადღესასწაულო ცენტრი ვაკეშია, ბევრს ე.წ. "ხელოვნურად გაბერილი" ფასები აშინებს, თუმცა მოსვლისთანავე რწმუნდებიან, რომ "ჰეფილონში" მაღალი ხარისხი მაღალ ფასს სულაც არ ნიშნავს" - ამბობს ცენტრის დირექტორი სოფია ზარქუა.
"ჰეფილონი" თქვენს პატარებს მრავალფეროვანი სიახლეებით გაანებივრებს. "ქეიქ-ფართი" - ეს არის ახალი პროგრამა პატარა მზარეულებისთვის. ჩვენი დახმარებით ბავშვები უგემრიელეს ნამცხვრებს მოამზადებენ. ყველა ბავშვისთვის საყვარელი ფენტეზის, ჰარი პოტერის გმირები კი პატარებს ნამდვილი ჯადოქრობით გააოცებენ - ჯადოქრობის ისტორიაში საუკეთესო, დამბლდორის ყოფილი მოწაფე, ჯადოქარი ჰუდინი ბავშვებს ნამდვილ ფოკუსებს ჩაუტარებს!
და ეს ყველაფერი არ არის... ვიდრე თქვენი პატარები ზღაპრის გმირებთან ერთად ერთობიან, უფროსები მყუდრო კაფეში დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. აქ მოსაწყენად ვერასდროს მოიცლით. გართობა მხოლოდ პატარების საქმე სულაც არ არის. უფროსებსაც შეგიძლიათ მოლხენა- ამაში კი Dance Party და კარაოკე დაგეხმარებათ.
ჰეფილონში გასართობად მოსვლის ერთადერთი მიზეზი დაბადებიას დღე სულაც არ არის. ჩვენთან სტუმრობა თქვენს პატარასთან ერთად ყოველდღე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ.
ვაკეში, ქუთათელაძის N1-ში მდებარე სადღესასწაულო ცენტრი "ჰეფილონი" მაღალ ხარისხს, ყველაზე დაბალ ფასებს, მყუდრო გარემოსა და დაუვიწყარ დაბადების დღეს გპირდებათ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2 43 59 06;
მობ: 579 71 71 86; 579 71 71 87
ან ეწვიეთ ცენტრის ფეისბუქის გვერდს fb: Happylon
R