ირინა შეიკის პიკანტური ფოტო სოჭის ოლიმპიადიდან

ირინა შეიკის პიკანტური ფოტო სოჭის ოლიმპიადიდან

რუსი მოდელი ირინა შეიკი სოჭის ზამთრის ოლიმპიადის გახსნაში მიიღებს მონაწილეობს. სუპერმოდელი სოჭში უკვე ჩაფრინდა, საიდანაც თაყვანისმცემლებს მიკრობლოგ Instagram-ით შთაბეჭდილებებს უზიარებს.

Instagram-ში მოდელმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც თითქმის შიშველი პოზირებს. ლამაზმანს მკერდი ოლიმპიური სიმბოლოიანი ხელთათმანებითა და სათამაშო ლეოპარდით აქვს დაფარული. თავზე კი ქუდი ახურავს, რომელსაც "Россия" აწერია.

"ჩემი სპეციალური ოლიმპიური საცურაო კოსტუმი",- მიაწერა ფოტოს ირინამ.

ცნობილია, რომ თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას რუსი ბალერინა დიანა ვიშნევაც მიიღებს. მან საკუთარ მიკრობლოგში შეიკთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ისინი ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის ემზადებიან.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო