ვიქტორია ნულანდი ევროკავშირს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს?

ვიქტორია ნულანდი ევროკავშირს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს?

ინტერნეტით გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ამერიკელი დიპლომატი ვიქტორია ნულანდი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო ჩანაწერში ისმის ქალბატონის ხმა, რომლის ხმაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგლის ვიქტორია ნულანდის ხმას ჰგავს.

სატალეფონო ჩანაწერი Youtube-ზე ხუთშაბათს გავრცელდა. ოთხწუთიან ვიდეოში, გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორია ნულანდი და უკრაინაში აშშ-ის ელჩი ჯეფრი პაიეტი საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, საუბარი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე მიმდინარეობს, რა დროსაც ვიქტორია ნულანდმა ევროკავშირის მისამართით განაცხადა Fuck EU.

ამასთან, "ბიბისის" ცნობით, აშშ-მა განაცხადა, რომ ვიქტორია ნულანდმა მისთვის მიწერილი სიტყვების გამო მოიბოდიშა.

"ბიბისის" ცნობით, აშშ-ის ხელისუფლებამ არც დაადასტურა და არც უარყო ჩანაწერის ავთენტურობა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ჯეინ ფსაკის განცხადებით, ჩანაწერი რუსეთის მიერ იქნა გავრცელებული, რადგან ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ჩანაწერი აღმოაჩინა, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი იყო.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო