საქართველოში თურქეთის საელჩო სარფში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას არ ფლობს

საქართველოში თურქეთის საელჩო სარფში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას არ ფლობს

საქართველოში თურქეთის საელჩო სარფის საბაჟოზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საელჩოს კომერციულმა ატაშემ ბეშირ იდიქერმა განუცხადა, დღეს შაბათია და თურქი მებაჟეების მხრიდან საქართველოდან მიმავალი ტრაილერების მძღოლებისთვის პრობლემების შექმნის თაობაზე, საელჩოს ინფორმაცია არ აქვს.

სარფის საბაჟოზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციას არც ტრაპზონში საქართველოს გენერალური საკონსულო ფლობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ტრაპზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოში განუცხადეს, ამასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს საკონსულოსთვის არ მიუმართავთ. უწყებაში ინფორმაცია არც სასაზღვრო სამსახურიდან შესულა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, თურქი მებაჟეები ტრაილერების საწვავის ავზს ამოწმებდნენ და 300 ლიტრზე მეტი საწვავის მქონე მძიმე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას აფერხებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, გუშინ სარფის საბაჟოზე მძღოლსა და თურქ მებაჟეს შორის დაპირისპირება მოხდა.

ვითარების გასარკვევად "ინტერპრესნიუსი" შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, გუშინ, სარფის საბაჟოზე თურქმა მებაჟეებმა საქართველოდან მიმავალი ტრაილერების საწვავის ავზის გაკონტროლება და შემოწმება დაიწყეს.

მისივე ცნობით, აღნიშნული პროცედურიდან გამომდინარე, გუშინ 300-მდე ტრაილერი საცობში მოყვა. როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით, სარფის საბაჟოს უფროსი თურქ კოლეგას დაუკავშირდა. უწყების ცნობით, დღეს დილიდან პრობლემა ამოწურულია.

"ინტერპრესნიუსი"

"მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე..." - პრემიერი პანდემიის შედეგებსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"