რუკა "დანისლული" რუსეთით

რუკა "დანისლული" რუსეთით

livejournal.com-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა მსოფლიოს "ახალი რუკა", სადაც რუსეთის ფედერაცია მთლიანად ნისლითაა დაფარული.

ფოტომონტაჟს კი შემდეგი სახის ტექსტი აქვს დართული: "მსოფლიოს ახალი რუკა საქართველოში. ოლიმპიადის გახსნის შემდეგ საქართველოში ახალ, აი, ასეთ მსოფლიო რუკებს გამოუშვებენ".

როგორც ცნობილია,  სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციის გამოჩენისთანავე მონიტორზე გამოჩნდა საქართველოს რუკა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორია ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულებით იყო დაფარული.

ამ ფაქტმა სოციალურ ქსელებში ქართველების გაღიზიანება და დებატები გამოიწვია. "ფეისბუქით" გავრცელდა ფოტომონტაჟიც, რომელზეც ოლიმპიადის სიმბოლო, 5 რგოლიდან ერთ-ერთი თეთრი ნისლით იყო დაფარული.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო