"პრესის თავისუფლების ინდექსში" საქართველო 84-ე ადგილზეა

"პრესის თავისუფლების ინდექსში" საქართველო 84-ე ადგილზეა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის - "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ანგარიშში საქართველო 180 ქვეყანას შორის 84-ე ადგილზეა. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

ამასთან," 2014 წლის "პრესის თავისუფლების ინდექსში" საქართველომ, გასულ წელთან შედარებით, მდგომარეობა 17 პოზიციით გაიუმჯობესა.

"2013 წელს საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები ნაკლები დაძაბულობით გამოირჩეოდა, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და სიძულვილის კამპანიას", - ნათქვამია "რეპორტიორი საზღვრებს გარეშე" ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მომდევნო წლებში საქართველოსთვის კვლავაც პრობლემური იქნება მედიის პოლარიზაცია.

2014 წლის "პრესის თავისუფლების ინდექსში" პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე კარგი მდგომარეობა მოლდოვასა (56-ე ადგილი) და სომხეთშია (78-ე ადგილი), ყველაზე ცუდი კი უზბეკეთში (166), ყაზახეთში (161), აზერბაიჯანსა (160) და ბელორუსშია (157).

"რეპორტიორი საზღვრებს გარეშე" ინდექსის მონაცემებით, პრესის თავისუფლების მხრივ პირველები ფინეთი, ნიდერლანდები და ნორვეგია არიან.

ამასთან, ფინეთი უკვე ზედიზედ მეოთხე წელია ინდექსში პირველ ადგილს იკავებს. პრესის თავისუფლების მხრივ, ყველაზე სავალალო მდგომარეობაა თურქმენეთში, ჩრდილოეთ კორეასა და ერითრეაში.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები