თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ზაზიაშვილის, ყოფილი მონტინის ქუჩაზე 20 წლამდე ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტი "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მათივე თქმით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ამასთან, სამინისტროსთვის უკვე ცნობილია მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მისმა ახლობელმა იპოვა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია