ბარათაშვილის აღმართზე სამი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა

ბარათაშვილის აღმართზე სამი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა

ავლაბარში, ბარათაშვილის აღმართზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ორი მათგანი მოცურდა და კლდეს შეეჯახა. არიან დაშავებულები. ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ამ წუთებში ექიმები დაშავებულებს პირველად სამედიცინო დახმარებას უტარებენ.

როგორც ერთ-ერთი ავტომანქანის მგზავრი აცხადებს, საპირისპირო მხარეს მოძრავი "აუდის" მარკის ავტომანქანა მოცურდა, მათ მანქანას დაეჯახა, რამაც გამოიწვია მათი მანქანის მოცურება და კლდეზე შეჯახება.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ელოდებიან სპეციალურ ტექნიკას, რომლის საშუალებითაც დამტვრეულ მაქნანებს გადაიყვანენ შესაბამის ადგილზე.

ავტოავარიის შედეგად ბარათაშვილის აღმართზე მოძრაობა შეზღუდულია.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია