ირმა ნადირაშვილი შსს-ში დაიბარეს

ირმა ნადირაშვილი შსს-ში დაიბარეს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებასთან დაკავშირებით დაიკითხება.

როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაახლოებით ორი თვის წინ თქვა, რომ ჰქონდა ინფორმაცია იმ პირთან დაკავშირებით, ვინც გია ლორთქიფანიძეს "სახლში ნაღმი დაუდო", თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ამ თემით არ დაინტერესებულა.

"დაახლოებით ორთვენახევრის წინ განვაცხადე, რომ მქონდა ინფორმაცია, ვინ დაუდო ნაღმი სახლში გია ლორთქიფანიძეს და მზადყოფნა გამოვთქვი, ინფორმაცია მიმეწოდებინა შს მინისტრისთვის. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ჩემს განცხადებას ავტომატურად მოჰყოლოდა უწყებაში ჩემი დაბარება, ისინი მხოლოდ გუშინ გამომეხმაურნენ და ჩემთვის ასეთი "ოპერატიულობა" გასაკვირია. რაც ვიცი მოვუყვები, თუმცა დიდ აზრს ვერ ვხედავ, რადგან მათზე ადრე დაინტერესდნენ ჟურნალისტები და რაც უნდა მოვყვე, თითქმის ყველა მედიასაშუალებას გაშუქებული აქვს. ეს არის ფორმალობა და ამას აკეთებენ იმიტომ, რომ შევწყვიტო განცხადებების კეთება ამ თემაზე. ყოველთვის ვახსენებ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ისინი ამ საკითხით არ დაინტერესდნენ. ჩემთვის გასაგებია, რატომ არ დაინტერსდნენ – იმიტომ, რომ ამაში ჩართული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს  წარმომადგენლები", - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი შინაგან საქმეთა სამინისტროში 13:30 საათისთვის არის დაბარებული.

"ინტერპრესნიუსი"