"ახალი ნათება" საგაზაფხულო აქციას იწყებს

"ახალი ნათება" საგაზაფხულო აქციას იწყებს

კომპანია "ახალი ნათება" 17 თებერვალს საგაზაფხულო აქციას იწყებს, რომლის მიზანია ქართველი მომხმარებლისათვის "ახალი ნათების" ავეჯის შოურუმებისა და აქ წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტის გაცნობა.

ამ ეტაპზე "ახალი ნათება" ბაზარზე 2 ავეჯის სალონით არის წარმოდგენილი. ერთი მათგანია ფორუმი "ახალი ნათებისგან", სადაც გამოფენილია მხოლოდ ევროპელი მწარმოებლების ავეჯი, რომელიც არის უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე დიზაინისა და ევროპაშია დამზადებული.

მეორე არის შენობის პირველ სართულზე წარმოდგენილი ავეჯის სალონი, სადაც წარმოდგენილია ასევე უმაღლესი ხარისხის და თანამედროვე დიზაინის, მაგრამ შედარებით ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი ავეჯი. ეს ავეჯი უკვე საკმაოდ წარმატებული გახდა ბაზარზე თავისი ხარისხისა და ფუნქციურობის გამო.

როგორ ხდება აქციაში ჩართვა?

ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც შეიძენს მინიმუმ 500 ლარის პროდუქციას (სანათები) "ახალი ნათების" 12 მაღაზია სალონში, თბილისისა და რეგიონების მასშტაბით, ავტომატურად ერთვება აქციაში და მას ჩეკთან ერთად 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი გადაეცემა, რომლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ "ახალი ნათების" ავეჯის სალონებში.

ვაუჩერის გამოყენება შეიძლება ავეჯსა და აქსესუარებზე 2014 წლის 31 აპრილის ჩათვლით. ამასთან, "ახალი ნათების" ორივე ავეჯის სალონში მომხმარებელს ელოდება სიახლე და ახალი კოლექციები.

ვაუჩერი არის ერთჯერადი გამოყენების. აქცია ვრცელდება როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებზე.

ვაუჩერის გადაცემა შეიძლება მესამე პირისთვის, მაგრამ მისი წარმოდგენა უნდა მოხდეს კონკრეტულად გამომყენებელი პირის მიერ.

ვაუჩერის დაკარგვის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია აცნობოს "ახალი ნათების" ადმინისტრაციას, რათა არ მოხდეს ამ ვაუჩერის სხვა პირის მიერ გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევში "ახალი ნათება" არ აგებს პასუხს.

აქციის მოქმედების ვადები: 17 თებერვალი - 31 მარტი.

ვაუჩერის გამოყენების ბოლო ვადა 30 აპრილი 2014 წელი.

კომპანია "ახალი ნათება" ქართულ ბაზარზე 1999 წლიდან არსებობს. პირველი მაღაზია სალონი ამავე წელს გაიხსნა დიდუბის ქუჩა 6 ნომერში.

კომპანიამ საკმაოდ მალე მიაღწია წარმატებას განათებისა და არქიტექტურის სფეროში და გახდა ერთ ერთი პრესტიჟული ბრენდი არა მარტო თბილისში არამედ მთელს საქართველოში. "ახალ ნათებაში" წარმოდგენილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი განათების გიგანტების პროდუქცია, მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდების როგორებიცაა: Philips, Artemide, Osram, Kolarz, Opple.

"ახალი ნათების" მაღაზიებში წარმოდგენილი პროდუქცია იწარმოება: გერმანიში, ბელგიაში, პოლონეთში, თურქეთში, ავსტრიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში, იტალიაში და ჩინეთში.

წარმოდგენილი 9000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია მოიცავს როგორც ნათურებს (საყოფაცხოვრებო და სპეც ნათურები) ასევე სანათ საშუალებებს. სანათები როგორც ინტერიერისათვის, ასევე ექსტერიერისათვის და ლანდშაფტებისათვის.

"ახალი ნათება" უკვე 14 წელიწადია ერთგულად ემსახურება ქართველ მომხმარებელს, ითვლის 120-ზე მეტ თანამშრომელს და გააჩნია 15 მაღაზია სალონი, ამათგან 10 თბილისში, ხოლო უკვე 5 რეგიონებში: გორი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და ზუგდიდი.

2013 წლის ნოემბრიდან, კომპანია "ახალმა ნათებამ" გაამრავალფეროვნა საქმიანობა და ქართველ მომხმარებელს ავეჯი და აქსესუარები შესთავაზა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი