ორხევში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, 18 წლის გოგონამ, თაკო ყურშავიშვილმა თავი მოიკლა. ამის მიზეზად კი, ამ ვერსიის თანახმად, ის სახელდება, რომ გოგონას ყოფილმა შეყვარებულმა ცოლი მოიყვანა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ გოგონამ თავი მამამისის იარაღით მოიკლა.
18 წლის თაკო ყურშავიშვილი გარდაცვლილი ორხევში დღეს იპოვეს. გოგონას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.