მამამ 3 წლის შვილი "გააცოცხლა"

მამამ 3 წლის შვილი "გააცოცხლა"

დნეპროპეტროვსკელმა მამამ თავისი სამი წლის გოგონა, რომლის სიკვდილის ფაქტი ექიმებმა დაადასტურეს, სააქაოსკენ მოაბრუნა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ბავშვმა სათამაშოს წამოკრა ფეხი და აუზში ჩავარდა. ათი წუთის შემდეგ მოსულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა სუნთქვა და პულსი შეამოწმეს და მამას, რუსლან ოდანეცს აუწყეს, რომ გოგონა გარდაიცვლილიყო და ისინი ვერაფერს უშველიდნენ. მაგრამ რუსლანმა მაინც დაიწყო ბავშვისთვის ხელოვნური სუნთქვის გაკეთება. ათი წუთის შემდეგ, მამაკაცთან ექიმების სხვა ბრიგადა მოვიდა, რომლებმაც ასევე ბავშვის გარდაცვალება დაადასტურეს.

"ექიმების წასვლამდე ბავშვის ამოოხვრა გავიგონე. ვთქვი, "ნახეთ სუნთქავს-მეთქი", მათ კი მითხრეს "არა, არ სუნთქავს, ეს თქვენს მიერ ხელოვნური სუნთქვის დროს ჩასუნთქული ჰაერიაო" - ამბობს რუსლანი.

ექიმების წასვლის შემდეგ მამამ გოგონასთვის ხელოვნური სუნთქვის და გულის ირიბი მასაჟის კეთება განაგრძო. რამდენიმე წუთში სუსტი ამოსუნთქვა იგრძნო. ოდანეცმა ისევ გამოიძახა სასწრაფო, რომელმაც მკვდრეთით აღმდგარი გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ შემთხვევით პროკურატურა დაინტერესდა და ექიმების მიერ პროფესიული მოვალეობის არასათანადოდ შესრულების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

მომზადებულია korrespondent.net-ის მიხედვით.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია