ქართველებმა მოსკოვის მეტროში პოლიციელები დაჭრეს - რუსული მედია

ქართველებმა მოსკოვის მეტროში პოლიციელები დაჭრეს - რუსული მედია

მოსკოვში, მეტრო "სხოდნენსკაიასთან" პოლიციელების დაჭრაში ქართველები არიან ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ოთხ ქართველ ახალგაზრდას შენიშვნას მისცეს, რასაც პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოჰყვა.

"ნტვ"-ს ინფორმაციით, სიტყვიერი კონფლიქტი ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ქართველებმა ორ პოლიციელს ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობა.

ამასთან, "ნტვ"-ის ცნობით, მოსკოვში სტუმრად მყოფმა ქართველებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა ტაქსით სცადეს, თუმცა ტაქსის მძღოლმა მათ უარი უთხრა წაყვანაზე და ახალგაზრდები მასაც თავს დაესხნენ.

რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციით, ორი თავდამსხმელი დაკავებულია, ორმა კი მიმალვა შეძლო.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია