ვეჯინში სავარაუდოდ გადაშენებული ცხოველის ძვლების ფრაგმენტები აღმოაჩინეს

ვეჯინში სავარაუდოდ გადაშენებული ცხოველის ძვლების ფრაგმენტები აღმოაჩინეს

გურჯაანის გამგეობის კულტურის სამსახურის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის განცხადებით, სოფელ ვეჯინში, ამაღლების კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე უძველესი პერიოდის ცხოველის კბილები და თავის ქალის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.

"ჩვენ უნდა მივმართოთ შესაბამისი დარგის სპეციალისტებს, პალეონტოლოგებს, რომ გამოიკვლიონ მეცნიერულად და დაათარიღონ, თუ რომელ საუკუნეს მიეკუთვნება ეს აღმოჩენა და რა სახეობის ცხოველის ძვლებია. სავარაუდოდ, უნდა იყოს გადაშენებული ცხოველის ძვლების ფრაგმენტები," - აცხადებს თამაზ მარკოზაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი