"აუ წადი რა იმსახიობე, ტვინი ნუ მო***ნი!" - თეა თუთბერიძე გიორგი ყიფშიძეს

"აუ წადი რა იმსახიობე, ტვინი ნუ მო***ნი!" - თეა თუთბერიძე გიორგი ყიფშიძეს

"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მსახიობ გიორგი ყიფშიძეს პასუხობს, რომელმაც გიორგი არველაძეს საჯაროდ აგინა.

"აუ წადი რა იმსახიობე, ტვინი ნუ მო***ნი! არა ბიჭო, შენმა მზემ, ნამეტანი საამაყო ერი ვართ. საამაყო ერი და მართლაც რომ ერი, არის უკრაინა და უკრაინელი ხალხი, რომლებიც დღეს საკუთარ სიცოცხლეს წირავენ საკუთარი ქვეყნის განვითარებისა და თავისუფლებისათვის. ჩვენ კიდევ რუსულ რომანსებზე დავწანწალებთ 2008 წლის ომის მე-5 წლის თავზე და რუსების მიერ მოწყობილ ოლიმპიადაზე ჩა***ბი გამოვდივართ. სამარცხვინოები ვართ და უთავმოყვარეოები აბა რა ვართ?!

არველაძის ადვოკატობას არ ვაპირებ...

ის არ მოგწონთ, (გიორგი ყოფშიძე) თავს საზოგადო მოღვაწედ რომ თვლის? :))))) საზოგადო მოღვაწე ჩემთვის ილიაა ჭავჭავაძე", - წერს თუთბერიძე.

ორი დღის წინ "ფეიბუქის" საკუთარ გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი არველაძემ ასეთი განცხადება გააკეთა: "არავის ეწყინოს, მაგრამ უკრაინელი გმირი ხალხის შემხედვარეს, მრცხვენია, რომ იმ ერის შვილი ვარ, რომელიც "იმიტირებულ ქრონიკაზე" ეროვნულ პანიკაში ჩავარდა და ფართხაფურთხით გაიქცა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებისკენ… ბოდიში…", - დაწერა არველაძემ. ამ სტატუსზე პასუხი ასევე სტატუსით გასცა მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ: "შენი გამჩენი მოვ...ნ".

იხილეთ ასევე: გიორგი არველაძემ გიორგი ყიფშიძეს "კაცუნა" უწოდა - პასუხი გინების სანაცვლოდ