როგორ იბრძოდნენ უკრაინელები აფხაზეთის ომში

როგორ იბრძოდნენ უკრაინელები აფხაზეთის ომში

ფოტოგრაფი გიორგი ცაგარელი სოციალურ ქსელში აფხაზეთის ომში მონაწილე უკრაინული ბატალიონის ჯარისკაცების იშვიათ ფოტოს აქვეყნებს.

"უკრაინული ბატალიონის ჯარისკაცები აფხაზეთში. 1993 წელი.

ისინი ქართველების მხარეზე იბრძოდნენ, მაგრამ აფხაზეთში მათი ყოფნის აფიშირება არ სურდათ. "გრუზინფორმმა" ეს ფოტოები მაშინ არ გამოაქვეყნა. მე რამდენჯერმე გადავიღე ისინი. ბატალიონს საინტერესო დევიზი ჰქონდა: "თუ მათ შეჩერებას გუმისთაზე ვერ შევძლებთ, დნეპრზე შეჩერება მოგვიწევს". აუხდათ", - წერს ფოტოგრაფი.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო