ქართველი მორაგბეები მსოფლიოსთან ერთად ირბენენ - შეუერთდი Wings for Life World Run-ს!

ქართველი მორაგბეები მსოფლიოსთან ერთად ირბენენ - შეუერთდი Wings for Life World Run-ს!

ქართველი მორაგბეები სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ და უნიკალურ ღონისძიებას Wings for Life World Run-ს უერთდებიან. Wings for Life World Run 2014 წლის 4 მაისს გაიმართება, სადაც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება.

ღონისძიების მედიაპარტნიორები არიან "ლელო week" და "პალიტრა TV".

4 მაისს საქართველოს დროით 14:00 საათზე 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყანაში ასი ათასობით მორბენალი ერთდროულად დაიწყებს სირბილს.

საქართველოშო მორბენლები სტარტს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან აიღებენ კავკასიონის ქედის გაყოლებით ირბენენ "ფინიშ მანქანის" დაწევამდე.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. სპორტის ისტორიაში მსგავსი ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა. ტრადიციული ფინიშის ხაზის მაგივრად იქნება სპეციალური "ფინიშ მანქანა", რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს). როგორც კი ფინიშ მანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრს.

"მსოფლიო რბენაში" მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია - როგორც მოხალისე მორბენლებს, ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს (ასაკი 18+). საქართველოში მონაწილეების სავარაუდო რაოდენობა 2000-3000-ს შეადგენს, მსოფლიო მასშტაბით კი ღონისძიებაში მონაწილეობას 200 000-ზე მეტი მორბენალი მიიღებს.

"მსოფლიო რბენის" შედეგად 2 გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) გამოვლინდება. ისინი Wings for Life World Run-ის გლობალურ ჩემპიონებად იქნებიან აღიარებულნი და საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო. საქართველოს ეტაპის ორ გამარჯვებულს კი შესაძლებლობა მიეცემა მონაწილეობა მიიღოს 2015 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ, მის მიერ არჩეულ წერტილში.

მონაწილეებს შორის იქნებიან სერფინგის ვარსკვლავი რობი ნეიში, ფორმულა ერთის ლეგენდარული მძღოლები სებასტიან ვეტელი, დევიდ კულტჰარდი და ედი ჯორდანი, მოთხილამურე ლუკ ალფანი, ტრიატლონელი მარკ ჰერემანსი, მორბენალი საბრინა მოკენჰაუპტი და სხვა ცნობილი სპორტსმენები - ისინი Wings for Life World Run-ის კეთილი ნების ელჩები არიან მთელი მსოფლიოდან.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა Wings for Life-ის ფონდს, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიების შედეგად შეგროვებული ფულის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით.

მონაწილეობის საფასური 20 ლარია. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე www.wingsforlifeworldrun.com 2014 წლის 20 აპრილის ჩათვლით.

იხილეთ ვიდეო

ნათია ლეშკაშელი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი