უკრაინაში გარდაცვლილ დავით ყიფიანს სამშობლოში ამაღამ ჩამოასვენებენ

უკრაინაში გარდაცვლილ დავით ყიფიანს სამშობლოში ამაღამ ჩამოასვენებენ

უკრაინაში გარდაცვლილ დავით ყიფიანს სამშობლოში ამაღამ ჩამოასვენებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" უკრაინაში საქართველოს კონსულმა კონსტანტინე საბიაშვილმა განუცხადა , ყიფიანის ცხედრის გადმოსვენება 00:05 საათზე იგეგმება.

დავით ყიფიანი დღეს, მაიდანზე მიასვენეს. გარდაცვლილს მაიდანზე უკრაინელები პატივს მიაგებენ, რის შემდეგაც ცხედარს აეროპორტში გადაასვენებენ.

დავით ყიფიანი უკრაინაში 20 თებერვალს გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, დავით ყიფიანის გარდაცვალების მიზეზად კლინიკური სიკვდილია მითითებული. თუმცა, მედიაში გავრცელებული ვერსიით, დავით ყიფიანი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.

ასევე იხილეთ:

კიევში გარდაცვლილი დათო ყიფიანი შვილთან ერთად - ემოციური ფოტო Facebook-დან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია