ძლიერმა ქარმა ქუთაისში ხე წააქცია

ძლიერმა ქარმა ქუთაისში ხე წააქცია

ძლიერი ქარის შედეგად ქუთაისში, არხის ქუჩაზე, ათწლოვანი ხე წაიქცა.

როგორც topnews.com.ge-ს, ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მალხაზ ბასილაძემ განუცხადა, ხის წაქცვას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაზიანებულია ელექტრობოძის სანათი.

"საბედნიეროდ, არც მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც საცხოვრებელ სახლს არ დაცემია, უბრალოდ, ღობეს დაეცა და ელექტრობოძის სანათი გააფუჭა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური და "ენერგო პრო ჯორიჯიაც იყო," - აცხადებს ბასილაძე.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია