ქედაში ავტომობილი მდინარეში გადავარდა

ქედაში ავტომობილი მდინარეში გადავარდა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში მსუბუქი ავტომობილი მდინარე ჭოროხში გადავარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ავტომობილი დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მისივე თქმით, ავტომობილის სიმაღლიდან გადავარდნის მიუხედავად, მძღოლი გადარჩა. სამაშველო სააგენტოს თანამშრომლები დამტვრეული მანქანის მდინარიდან ამოყვანას ცდილობენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია