მრავალ ქვეყანაში აუთლეტ ცენტრები დიდი დატვირთვით მუშაობენ და მომხმარებლის დიდ ნაკადს ემსახურებიან. თბილისიც არ ჩამორჩა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს. სპორტის სასახლეში მდებარე ევრობრენდ აუთლეტ ცენტრი, შოპინგის მოყვარულთათვის, ძალზედ საყვარელი ადგილი გახდა. მიზეზი მარტივია, როგორც ყველგან თბილისშიც მდებარე ევრობრენდ აუთლეტ ცენტრში წარმოდგენილია ცნობილი ევროპული ბრენდები -60%- 70%- 80% -იანი ფასდაკლებით. ასევე აღსანიშნავია რომ კომპანია ევრობრენდი თავის მომხმარებლებს მრავალ სხვადასხვა სახის სიურპრიზს სთავაზობს. აუთლეტ ცენტრში დღის განმავლობაში დამატებით მოქმედებს -15% და -20%-იანი ფასდაკლების აქცია. მომხმარებელს ეძლევა შანსი ერთი საათის განმავლობაში ისარგებლოს დამატებითი ფასდაკლებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანია ევრობრენდი ერთ-ერთი მზარდი და წარმატებული კომპანიაა დღეს საქართველოში.
ევრობრენდის მომავალ გეგმებზე ჩვენ გავესაუბრეთ კომპანიის მენეჯერს მაურიციო სილვესტრის.
ბატონო მაურიციო ძალზედ მოკლე პერიოდში აუთლეტ ცენტრი თბილისის მოსახლეობისათვის საყვარელი ადგილი გახდა. ელოდით თუ არა თქვენ ასეთ აქტივობას ქართველი მომხმარებლისაგან?
რა თქმა უნა ველოდით, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განვახორციელებდით ამ პროექტს. ჩვენ რამოდენიმე თვის განმავლობაში ვაწარმოებდით ბაზრის შესწავლას და შევიმუშავეთ კონკრეტული სტრატეგია, რითაც დღემდე ვხემლძღვანელობთ. ჩვენს შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენდა სიტყვა "აუთლეტის" მნიშვნელობა. სამწუხაროდ მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა არ იცოდა "აუთლეტის" მნიშვნელობა და ხშირ შემთხვევაში ის ასოცირდებოდა ან ფაბრიკის მიერ წუნდებულ პროდუქციასთან ან გარკვეული ეჭვი ჰქონდათ პროდუქციის წარმომავლობასთან. ჩვენდა სასიხარულოდ უმოკლეს პერიოდში ქართველმა მომხმარებელმა აუღო ალღო "აუთლეტის" პრინციპს და არ უშვებს შანს -70%-80%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს მისთვის სასურველი ევროპული ბრენდის პროდუქცია.
აუთლეტ ცენტრში მოქმედებს დამატებითი ფასდაკლების აქცია. თუ შეიძლება გვითხარით რა ინტერვალებით ხდება ცენტრში წამახალისებელი აქციები?
ჩვენ დავნერგეთ დღის განმავლობაში ერთ საათიანი დამატებითი ფასდაკლების აქცია. ამის შესახებ ზუსტ დროს ჩვენი მომხმარებელი იგებს მხოლოდ ევრობრენდის ფეისბუკის გვერდიდან. ამ ერთი საათის განმავლობაში მომხმარებელს ეძლევა შანსი მიიღოს დამატებით -15%-20% -იანი ფასდაკლება. ასევე აქციის დაწყების და დამთავრების შესახებ ვაცხადებთ აუთლეტ ცენტრში. ეს არის ერთგვარი იღბლიანი საათი ჩვენი მომხმარებლისთვის.
რამდენი ბრენდია წარმოდგენილი თქვენს აუთლეტ ცენტრში?
ჩვენ აუთლეტ ცენტრში წარმოდგენილია 20მ-დე სხვადასხვა ბრენდი, მათ შორის ცნობილი იტალიელი მწარმოებელი კომპანიების. დამატებით, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ქართველი მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობ რამოდენიმე ბრენდთან, რათა მათი პროდუქციაც განვათავსოთ ევრობრენდ აუთლეტ ცენტრში.
რა სიხშირით ხდება აუთლეტ ცენტრში კოლექციის განახლება?
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს აუთლეტ ცენტრში წარმოდგენილი პროდუქცია მოდის ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, და ზამთრის პერიოდში შეგვექმნა მცირე პრობლემები მოწოდების სიხშირესთან, მეტეოროლოგიური ვითარების გამო. გაზაფხულიდან, ჩვენ დავუბრუნდებით ძველ რიტმს, და კოლექციების განახლება მოხდება 2 კვირაში ერთხელ.
ხო არ აპირებთ საქართველოს სხვა ქალაქებში აუთლეტ ცენტრის გახსნას მომავალში?
ჩვენ ვმუშაობთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. განვიხილავთ რამოდენიმე ქალაქს, სადაც ვთვლით, რომ ევრობრენდ აუთლეტ ცენტრი უნდა განთავსდეს. მომავალში ბევრ სიურპრიზს ვთავაზობთ ჩვენ მომხმარებელს, როგორც თბილისში ისე რეგიონებში.
გმადლობთ, გისურვებთ წარმატებებს!
მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით ევრობრენდის საქმიანობით.
R